პატრიარქი შიო III საყოველთაო ნათლობის ფარგლებში ბავშვებს პირველად დღეს მონათლავს
თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დღეს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და ყოველი მომდევნო შვილის ნათლობის 73-ე ეტაპი ჩატარდება. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საღამოს 20:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, შიო III, ახალ ნათელღებულებს დალოცავს.
პატრიარქ ილია მეორეს ინიციატივით, მესამე და შემდგომი შვილების მასობრივი ნათლობის ტრადიცია საქართველოში უკვე მრავალი წელია ხორციელდება და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.