ლევან ზაზაძე, რომელსაც გუშინ მარშზე თავს დაესხნენ, არ გამორიცხავს, რომ მომხდარი დაგეგმილი პროვოკაცია იყო

07.06.26 11:29
ლევან ზაზაძე, რომელსაც გუშინ მარშზე თავს დაესხნენ, არ გამორიცხავს, რომ მომხდარი დაგეგმილი პროვოკაცია იყო

 

 

ფოტოგრაფი ლევან ზაზაძე, რომელსაც გუშინ „შაბათის მარშის“ მიმდინარეობისას თავს დაესხნენ, მომხდარს მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს. „პირველებთან“ საუბრისას ზაზაძე აცხადებს, რომ თავდამსხმელი მარშის მონაწილეებს ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდა. მისი თქმით, მსგავსი ინციდენტი წინა კვირის მარშზეც დაფიქსირდა და არ გამორიცხავს, რომ ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე პირი მოქმედებდა.

ვიდექით რამდენიმე ადამიანი და ვიღაც პიროვნებამ ჩამოიარა სკუტერით, გლოვოს ჩანთა ეკეთა, თავზე ჩაფხუტით და გვაგინებდა და გვლანძღავდა. აქედანაც გამოვეპასუხეთ. ამ ადამიანმა გააჩერა სკუტერი, გადმოვიდა დ ამე დამარტყა და მერე ამას მოჰყვა ხელჩართული ჩხუბი. არასდროს ყოფილა მკაცრი რეაგირება მოძალადის მიმართ. ეს არაერთხელ ვნახეთ. ამ შემთხვევაშიც ისე ჰყავდათ გაყვანილი და ლაპარაკობდნენ, თითქოს კარგი ნაცნობები იყვნენ. უბრალოდ, მერე მანქანაში ჩასვეს და გვითხრეს, რომ გამოკითხვაზე წაიყვანეს. ხელბორიკილიც კი არ დაადეს და ჩვენ გვაქვს ვიდეოკადრები ნანახი, სადაც უნივერსიტეტებში მიდიან და სტუდენტებს ხელბორკილებს ადებენ და ისე გაჰყავთ უნივერსიტეტებიდან და როდესაც ამას უყურებ კი არა, ეჩეხები, შეიძლება ითქვას, რომ ის უბრალოდ კურიერი არ ყოფილა და სპეციალურად იყო მოსული პროვოკაციის მოსაწყობად. წინა შაბათის მარშზეც იგივენაირად ერთმა პიროვნებამ, იგივე ფერის სკუტერით, იგივე ჩანთით იგივე აღნაგობით ჩაიარა, იგივენაიად გვლანძღა და გვაგინა და წავიდა. დარწმუნებით იმიტომ არ შემიძლია ვთქვა, რომ მაშინ სახეზე ნიღაბი ეკეთა. იგივე ხმის ტემბრი ჰქონდა, იგივე აღნაგობა, იგივე ტექნიკა... ძალიან ბევრი დამთხვევაა და შემიძლია ვივარაუდო, რომ იგივე ადამიანი იყო მოსული, - ამბობს ზაზაძე "პირველებთან" საუბარში. 

შეგახსენებთ, რომ ფოტოგრაფს შაბათის მარშის დაწყებამდე ერთი პირი დაესხა თავს. გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობაში ბრალდებული პოლიციის მანქანით გაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან. 

სამოქალაქო აქტივისტები წერენ, რომ კაცმა, რომელიც "შაბათის მარშზე" მოპედით გამოჩნდა, ფიზიკურად იძალადა თამუნა გიორგაძეზე

 

მსგავსი სიახლეები