დიღმის ჭალებში სტადიონის მშენებლობის სამუშაოები საპროექტო საზღვრებს გასცდა - 9000 კვ.მ-ზე მწვანე საფარი დაზიანდა

07.06.26 13:11
დიღმის ჭალებში სტადიონის მშენებლობის სამუშაოები საპროექტო საზღვრებს გასცდა - 9000 კვ.მ-ზე მწვანე საფარი დაზიანდა

 

 

თბილისში, დიღმის ჭალების ტერიტორიაზე, სადაც სპორტული სტადიონის მშენებლობა იგეგმება, მიწის მოსწორების სამუშაოებმა ოფიციალურად დადგენილ საპროექტო საზღვრებს გადააჭარბა.

დრონით გადაღებული ვიდეომასალის მიხედვით, მძიმე ტექნიკის გადაადგილებისა და მუშაობის შედეგად, საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ არსებული მწვანე საფარი და ხე-მცენარეები დაზიანებულია. ასევე შეცვლილია ადგილზე არსებული წყლის ტბორების მდგომარეობა.

არსებული ინფორმაციით, სამუშაოები გავრცელდა დაახლოებით 9 000 კვადრატული მეტრის ფართობზე. აღნიშნულ მიწის ნაკვეთს რეკრეაციული ზონის სტატუსი ახლახან მოეხსნა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ისინი აქაორობის შესანარჩუნებლად 2020 წლიდან იბრძვიან, თუმცა უამრავი სასამართლო დავის მიუხედავად, ტერიტორია მაინს გასხვისდა. მათი თქმით, ეს დედაქალაქში ბოლო ჭალის ტყეა, შესაბამისად, თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანაშ ყველა ჭალის ტყე გაქრება.

2025 წლის ზაფხულში მოხდა ამ ტერიტორიის დაფრაგმენტება, სხვადასხვა საკადასტრო ერთეულად დაყოფა, შემდეგ გადაცემა სახელმწიფოსთვის, სახელმწიფომ ეს გადასცა უკვე აღნაგობის უფლებით სპორტულ კლუბ "ათლეტიკოს" და მოხდა ზონის ცვლილება და შემდეგ მიყვა ცვლილება და დაიგეგმა აქ სპორტული სტადიონის მშენებლობა. 

ამ ტერიტორიაზე იყო სამშენებლო ნარჩენები, რომელიც მერიას უნდა გაეტანა. მერიამ ისე გადასცა ეს ტერიტორია სტადიონს, რომ ამ სამშენებლო ნარჩენების გატანა არ მოხდა. სამშენებლო ნარჩენები ამ კომპანიამ შაგროვა ერთად და განა თითონაც გაიტანა სადმე, ადგა, და მიმდებარე ტყეს გადააფარა, - ამბობს მოქალაქე.  

მსგავსი სიახლეები