ფილარმონიასთან ცხოველთა უფლებების დამცველების აქცია გაიმართა

07.06.26 15:44
ფილარმონიასთან ცხოველთა უფლებების დამცველების აქცია გაიმართა

თბილისში, ფილარმონიასთან, ამ წუთებში ცხოველთა უფლებების დამცველების აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები მთავრობისგან ირაკლი კობახიძის განკარგულების გაუქმებას მოითხოვენ, რომელიც, მათი შეფასებით, მიუსაფარი ცხოველების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მუნიციპალური სამსახურები ქუჩიდან მიუსაფარ ცხოველებს იტაცებენ და გაუგებარია, სად გადაჰყავთ. 

მოქალაქეები "ოცნებსი" ხელისუფლებას ცხოველთა დაცვის პოლიტიკის გადახედვისა და მიუსაფარი ცხოველების მიმართ ჰუმანური მიდგომის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ.

ჩვენმა აქციებმა ნაწილობრივი, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიტანა. ქაღალდზე კობახიძემ უკან წაიღო საკუთარი მკვლელი ჩანაწერი, რომელიც კრძალავდა ძაღლების დაბრუნებას მათი დაკავებისა თუ აყვანის ადგილას. ეს ჩანაწერი აღარ არის დოკუმენტში, მაგრამ საბრძოლველი ჯერ კიდევ ბევრია. ჯერ ერთი, დამნაშავე დასასჯელია და იმის მიუხედავად, რომ რეგულაცია ახლა სხვანაირია, მაინც გრძელდება უკანონოდ მიუსაფარი ძაღლების გატაცება, მკვლელობა, მასობრივი დაძინება, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული, - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.