სოფელ დიდგორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სოფელ დიდგორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „ტაბულა“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავარიის გარემოებებისა და დაღუპულთა ვინაობის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შემთხვევის მიზეზების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.