სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული 12 პირიდან 4 -ს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმონ

08.06.26 11:29
სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული 12 პირიდან 4 -ს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმონ

 

 

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში  სასახლის ღობის საქმეზე განხილვა იწყება საქმეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი იხილავს -  დღეს 12 ბრალდებულიდან ოთხს შესაძლოა საპროცესო შეთანხმება გაუფორმონ. 

"პირველების" ინფორმაციით, პროკურატურა ამ ოთხი პირის საქმის ცალკე გამოყოფას მოითხოვს, რათა მათთან შეთანხმებას  ხელი ოფიციალურად მოეწეროს. 

გამორიცხული არ არის, რომ დღევანდელ პროცესზე განსასჯელის სკამზე მყოფმა სხვა პირებმაც მოინდომონ საპროცესო შეთანხმება და შესაბამის განცხადება გააკეთოს. 

არსებული ინფორმაციით, პროკურატურის პირობა იგივეა, რაც არსებობს სხვა გამოყოფილ სისხლი სამართლი სამეზე - ეს არის სამწლიანი პირობითი მსჯავრი. 

პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებას მივაღწიეთ - ეს იქნება სამი წელი პირობითი. მას დარბაზიდან გაუშვებენ. დღეს იშუაამდგომლებს პროკურატურა საქმის გამოყოფაზე და შემდეგ პროცესზე დამტკიცდება აღნიშნული. ძალიან უხარია ბრალდებულსაც - ამდენ ხანს ველოდით საპროცესო შეთანხმებას და მივაღწიეთ როგორც იქნა"- თქვა მან.