"პირველების" ექსპერიმენტი: ქსელურ მარკეტებში 15 დასახელების პროდუქტი მუდმივ ფასდაკლებაში არ არის

08.06.26 18:22
"პირველების" ექსპერიმენტი: ქსელურ მარკეტებში 15 დასახელების პროდუქტი მუდმივ ფასდაკლებაში არ არის

"პირველების" ექსპერიმენტით დგინდება, რომ ფასების კომისიის მიერ მუშაობის დასრულების შემდეგ, მთავრობის მიერ დაპირებული მუდმივი ფასდაკლებები 15 დასახელების პროდუქტზე, ქსელურ მარკეტებში, არ არის. 

ექსპერიმენტით ირკვევა, რომ მომხმარებელს მარკეტში 15 ფასდაკლებული პროდუქტი დახლზე ყოველდღიურად არ ხვდება.

ნიკორას წარმომადგენელი "TV პირველთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ერთ კვირას შესაძლოა 15-20 პროდუქტი იყოს ფასდაკლებული, ხოლო მეორე კვირას უფრო მეტი ან ნაკლები. ამასთან ფასდაკლებული პროდუქტის შერჩევა მომხმარებლის საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება. 

კვირიდან კვირამდე არის ცვალებადი. ერთ კვირას მომხმარებელს, შესაძლოა, კალათაში დახვდეს 15-20 სახეობის პროდუქტი, თუმცა მომდევნო კვირაში შეიძლება რაოდენობა გაიზარდოს, ან შემცირდეს. ფასდაკლების სიღრმე გაიზარდა, ზოგადად პროდუქტების შერჩევა სამომხმარებლო კალათებში ხდება მომხმარებლის საჭიროებებიდან და იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ. კონკრეტულ პროცენტებზე მე პასუხს ვერ გაგცემთ, ფასები კომერციული დეპარტამენტის მხრიდან არის მოწოდებული, შესაბამისად არ იქნება ჩემი მხრიდან ზუსტი, რომ პროცენტებზე ვისაუბრო," - ამბობს ნიკორას წარმომადგენელი. 

"იოლში" და "2ნაბიჯში" გვითხრეს, რომ მათ სოციალური კალათა არ აქვთ და მსგსვს პროექტებში არ მონაწილეობენ, რადგან ისედაც აქვთ ფასდაკლებები. 

ცნობისთვის, ფასების კომისიის დასკვნის შემდეგ, მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით უნდა იყოს ხელმისაწვდომი - განცხადება ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა 13 მაისს გააკეთა.

მსგავსი სიახლეები