აფგან სადიგოვი ნიღბიანმა პირებმა წაიყვანეს - სევინჩ სადიგოვა
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა ნიღბიანმა პირებმა წაიყვანეს - ამის შესახებ მისი ცოლი სოციალურ ქსელში წერს.
სევინჩ სადიგოვას ცნობით, შენიღბულ პირებს საქართველოდან დეპორტირებული ჟურნალისტისთვის არ უთქვამთ სად და რატომ მიჰყავდათ ის.
ახლახანს, 4-5 ნიღბიანი და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირი შეიჭრა იმ ადგილას, სადაც აფგანი იმყოფებოდა და ძალადობრივად წაიყვანეს. მათ არ მისცეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად და რატომ მიჰყავდათ იგი," - წერს სევინჩ სადიგოვა.