ბებია, რომელიც შვილიშვილზე ძალადობისთვის დააკავეს, TikTok-ის ვიდეოში კვლავ ბავშვს ეჩხუბა
სოციალურ ქსელ TikTok -ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც წარსულში ბავშვზე ძალადობისთვის დაკავებული ბებია შვილიშვილს კვლავ ეჩხუბება. აღნიშნულ ვიდეოს ბექა კვაჭანტირაძე ავრცელებს.
გავრცელებულ ვიდეოზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. ambebi.ge-ის შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია 126-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.
ცნობისთვის, აღნიშნული პირი (ბებია) იმავე მუხლით, tik-tok ლაივში ბავშვის ცემის გამო, 2025 წლის 1 სექტემბერს დააკავეს. 2 სექტემბერს სასამართლომ ბებიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
უცნობია, როდის მოხდა მისი გათავისუფლება.