გურიაში 13 წლის სკოლის მოსწავლე ოპერაციამდე, "ნარკოზის შეყვანის შემდეგ" გარდაიცვალა
ჩოხატაურში 13 წლის სკოლის მოსწავლე კლინიკაში გარდაიცვალა - როგორც "პირველებს" ლუკა ჩხიკვიშვილის ოჯახის წევრები უცხადებენ, მოზარდმა ხელი მოიტეხა, რის შემდეგაც ის მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა არასრუწლოვანის მდგომარეობა მოულოდნელად მაშინ დამძიმდა, როცა მას საოპერაციოდ ამზადებდნენ და ნარკოზი გაუკეთეს.
ოჯახი მთელი ღამის გამავლობაში კლინიკის პერსონალისგან ახსნა-განმარტებას ითხოვდა.
როგორც ექსპერტმა გვითხრა, ნარკოზი რომ შეუშვიათ, გაჭრის დროს ეგრევე რეაქცია ჰქონია და ეგრევე გული გაჩერებულა. შემდეგ ცდილობდნენ ამუშავებას, მაგრამ, როგორც ჩანს არ ამუშავდა. ჩვენ ორი საათი გვაწვალეს მოლოდინის პასუხში, შემდეგ გამოვიდნენ ვიზიარებთო დავსო. ჩვენ რეალურად არარ გვინახია ის ექიმები, გადამალეს, პოლიციის ჯარი იდგა წინ და არ გვიშვებდნენ. დილით გამოგვიშვეს, ექსპერტიზას ველოდებით და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. დასჯას ვითხოვთ რა ტქმა უნდა, თუ საჭირო იქნება ადვოკატსაც ავიყვანთ", - ამბობს ოჯახის წევრი.
როგორც "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას.
TV პირველს მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტლში უთხრეს, რომ კლინიკა ექსპერტიზის დასრულებამდე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.