სასჯელი სიტყვის გამო - ბაჩო ახალაიას დაცვის მხარემ მოწმეთა ნაწილი ჩახსნა

09.06.26 11:35
სასჯელი სიტყვის გამო - ბაჩო ახალაიას დაცვის მხარემ მოწმეთა ნაწილი ჩახსნა

 

 

ბაჩო ახალაიას საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა იწყება - პროკურატურა დღეს მოწმეების დაკითხვას იწყებს. "პირველების" ინფორმაციით, ბრალდებამ დღეს ე.წ. დამხობის მოწოდების საქმეზე ის მანდატურები უნდა დაკითხოს, ვინც  იმ სასამართლო სხდომას  ესწრებოდნენ, სადაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ "ივანიშვილი უნდა დაემხოს". 

ბაჩო ახალაია უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოშია ეტაპირებული. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი სხდომას რამდენიმე წუთში გახსნის. 

ახალაიას დაცვის მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოწმეთა ნაწილი ჩახსნას - როგორც ადვოკატმა ანი ნადარეიშვილმა განმარტა, არანაირი კითხვები არ აქვთ იმ მოწმეებთან, რომლებმაც მაგალითად სასამართლო არქივიდან დისკი ამოიღეს. 

უფლებადამცველი ამბობს, რომ ბაჩო ახალაის წინაღმდეგ აღძრული ორივე საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. 

ჩვენ გადავწყვიტეთ რამდენიმე მოწმე მოვხსნათ, იმიტომ, რომ არიან მოწმეები ადამიანები, რომლებიც უბრალოდ არიან იმის მოწმეები, რომ მაგალითად ამოიღეს სასამართლო არქივიდან დისკი, ჩანაწერი - ასეთი მოწმეები ნამდვილად არ გვჭირდება. არანაირი კითხვა მათთან არ გვაქვს, ჩვეულებრივ თავიანთ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებენ. რაც შეეხებ ბაჩოს მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, ეს არის პოლიტიკური განცხადება, ეს არის მისი აზრის გამოხატვა. ზუსტად აი ამ დისკზე, რომელიც ახლა ვახსენეთ, არის ჩანაწერი, რომელიც გაშიფრულია და ექსპერტიზა აქვს ჩატარებული სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს - სიტვა-სიტყვით აქვს გაშიფრული და იქ არის ის სიტყვები, სადაც ის ადასტურებს, რომ გამოხატავს თავის პოლიტიკურ აზრს. პოლიტიკურია პირველი საქმე, პოლიტიკურია ეს საქმეც. თავიდან ბოლომდე აბსურდია ეს საქმეები. სასამართლო პროცესების გაჭიანურება ჩვენ არ გვჭირდება, უკვე ძალიან ბევრი წელია ამ სასამართლოებში დავდივართ. ძალიან რთულია ამ სასამართლოში ყოფნა, ის სადაც მართლმსაჯულება არ არსებობს და სამართალს ვერანაირად ვერ იპოვი", - აცხადებს ანი ნადარეიშვილი. 

ცნობისთვის, ბაჩო ახალაის წინააღმდეგ საქმე საგამოძიებო უწყებამ სასამართლოზე გაკეთებული განცხადების -"ივანიშვილი უნდა დაემხოს" გამო აღძრა.  

  • ასევე შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ასევე, ბაჩო ახალიას წინააღმდეგ მიმდინარეობს მეორე სისხლის სამართლის საქმეც, სსსკ 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები