ეკა გიგაური განმარტავს, რას ნიშნავს ამერიკული აქტი "ოცნების" წინააღმდეგ

09.06.26 13:27
ეკა გიგაური განმარტავს, რას ნიშნავს ამერიკული აქტი "ოცნების" წინააღმდეგ

"საერთაშორისო გამჭვირვალო- საქართველოს" აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განცხადებით, ამერიკელი პარტნიორებისთვის შეშფოთების საგანი რომ არ ყოფილი ჩინური და რუსული გავლენები საქართველოში, ისე "კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტის“ ჯერ დაინიცირება და შემდეგ კონგრესში დამტკციება არ მოხდებოდა.

გიგაურის განმარტებით, ამ საკანონმდებლო აქტით უკვე მომზადდება საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გაველენებთან დაკავშირებით სპეციალური მოხსენება, რომელიც საფუძვლად დაედება შემდეგ უკვე საქართველო-ამერიკის ხუთწლიან ურთიერთობებს.

ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ჩინური, რუსული და ირანული გავლენები ჩვენს ქვეყანაში წარმოადგენს ძალიან დიდ პრობლემებს - აცხადებს გიგაური. 

ამ ინიციატივის დაყენება არ მოხდებოდა, თუკი ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის შეშფოთების საგანი არ იქნებოდა ჩინური და რუსული გავლენები ჩვენს ქვეყანაში. ფაქტიურად, ჩვენ გვმართავს პრორუსული მთავრობა, თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს უკვე ამასთან დაკავშირებით მათივე სამსახურების მიერ მომზადებული ანგარიში აქვთ და ეს არსებობს. ამ  საკანონმდებლო აქტის ერთ-ერთი მიმართულება არის ზუსტად ეს, რომ მომზადდება საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გაველენებთან დაკავშირებით სპეციალური მოხსენება, რომელიც საფუძვლად დაედება შემდეგ უკვე საქართველო-ამერიკის ხუთწლიან ურთიერთობებს. ამავე დოკუმენტს ასევე კენჭისყრა ელოდება სენატში და ეს არის საკანონდებლო პროცესი, თუმცა თავდაცვის ავტორიზების აქტში ასევე ცვლილების შეტანის პროცესიც მიმდინარეობს. ეს ორი დოკუმენტი ერთმანეთს ფაქტიურად ავსებს და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ჩინური, რუსული და ირანული გავლენები ჩვენს ქვეყანაში წარმოადგენს ძალიან დიდ პრობლემებს. ეს რეჟიმები არ ურთიერთობენ ისეთ მთავრობებთან, სადაც არის დემოკრატია. ისინი ცდილობენ ქვეყნებში არადემოკრატიული რეჟიმები გააძლიერონ. ზუსტად ამიტომ, "ქართული ოცნება" აღრმავებს ჩინეთთან ურთიერთობას", - აცხადებს ეკა გიგაური. 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი დაამტკიცა.

"კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ - ასე ქვია დოკუმენტს, რომელიც 8 ივნისს წარმომადგენელთა პალატამ დაჩქარებული პროცედურით განიხილა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო.

კანონპროექტი ადმინისტრაციას ავალებს დეტალურად შეისწავლოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის სააგენტოების მოქმედება.

დოკუმენტი ამერიკელმა კონგრესმენებმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) და სტივ კოენმა (დემოკრატიული პარტია) თებერვალში წარადგინეს.