რა თქვეს ბაჩო ახალაიას პროცესზე მოწმედ მიყვანილმა მანდატურებმა?

09.06.26 13:58
რა თქვეს ბაჩო ახალაიას პროცესზე მოწმედ მიყვანილმა მანდატურებმა?

 

 

ბაჩო ახალაიას საქმეზე, სადაც ყოფილ თავდაცვის მინისტრს ე.წ. დამხობის მოწოდების გამო ასამართლებენ, დღეს პროკურატურის ორი მოწმე, ვერონიკა ჯგერენაია და გიორგი რიჟამაძე დაიკითხნენ. ორივე მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის თანამშრომელია. მოწმეებმა განაცხადეს, რომ სასამართლო პროცესზე, რომელსაც მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავდა, ბრალდებულმა ბაჩო ახალაიამ “დამხობასთან დაკავშირებით” განაცხადა.

“(ბრალდებულმა) დეტალურად რაზე ისაუბრა და რაზე არა, არ მახსოვს, რადგან ჩვენი მოვალეობა წესრიგის დაცვაა, მაგრამ არის რაღაცები, რაც დამამახსოვრდა. თავდაპირველად სხდომა იყო ღია, მერე დაიხურა. ბრალდებულმა სხდომაზე ისაუბრა წინა მთავრობის პერიოდში სასამართლო სისტემაში არებულ სიტუაციაზე, რომ ის იყო გამართული. ხოლო, ამჟამინდელ მთავრობის პირობებში სასამართლოს მართავენ ე.წ. ქურდები. ისაუბრა დამხობაზე - რომ ეს მთავრობა არის დასამხობი ყველანაირი გზით და რომ მთავრობის წევრები არიან გამოსაყრელი კაბინეტებიდან”, - განაცხადა მოწმე ვერონიკა ჯგერენაიამ.

ამის შემდგომ, მოწმეს კითხვები დაუსვა ბაჩო ახალაიამ და ვერონიკა ჯგერენაიას ჰკითხა, მისივე აღქმით განემარა, რატომ არის ის ახალაიას წინააღმდეგ მოწმე საქმეში?

მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ მოწმე არ არის გულწრფელი. მოვისმინე მოწმის მონაყოლი, ჩემი რწმენით, პროკურატურასთან გავლილი ვერსია. ამიტომ მინდა ვკითხო, მას როგორც მოქალაქეს, ესმის თუ არა, რას ნიშნავს, როცა იბარებენ მოწმედ. ამით მე ვცდილობ სასამართლოს დავანახო, რომ მოწმემ იცის, როგორი რეაგირება ხდება სამართალდარღვევაზე დარბაზში. ვკითხულობ, თუ დარბაზში, სადაც მოსამართლე იმყოფება, ხდება სამართალდარღვევა, როგორ რეაგირებს მოსამართლე? გაიხსენეთ ის დღე, როცა მე ვთქვი “დანაშაულებრივი სიტყვა” ანუ პროცესის დახურვამდე, როცა მე ეს “დანაშაულებრივი სიტყვა” წარმოვთქვი, შემდეგ, რა ქნა მოსამართლემ?” - ჰკითხა მოწმეს ბაჩო ახალაიამ.

ვერონიკა ჯგერენაიამ ახალაიას უპასუხა, რომ მოსამართლე “გაფრთხილებით შემოიფარგლა მხოლოდ”. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა კი თქვა, რომ მსგავსი გაფრთხილება მოსამართლეს არ ჰქონია.

“გაფრთხილებით? ქალბატონო ვერონიკა, მწარედ გეშლებათ. მე დამრჩა განცდა, რომ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ რაღაც სახით რაღაცაში მამხილოთ”, - მიმართა ბაჩო ახალაიამ ვერონიკა ჯგერენაიას.

დრევანდელ პროცესზე ბაჩო ახალასი არ დაუმალავს, რომ სასამართლო პროცესზე ნამდვილად თქვა სიტყვები "ივანიშვილი უნდა დაემხოს და განაცხადა, რომ არ სჭირდება ექსპერტიზის დასკვნა მისი სიტყვების  ჭეშმარიტების დასამტკიცებლად. შესაბამისად, სასამართლომ დღევანდელ პროცესზე მხარეთა შეთანხმებით მოწმეთა ნაწილი, ექსპერტები და ექსპერტიზის დასკვნები უდაოდ ცნო.

პროცესის დასრულებსი შემდეგ კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმაც - ანი ლეკიაშვილის თქმით, ერთმა მანდატურამ განაცხადა, რომ ბაჩო ახალაიას განცხადება მოწოდებად აღიქვა, მეორემ კი თქვა, რომ "ეს მისთვის იყო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ბრალდებულის მიერ გაკეთებული განცხადდება". 

ეს არის დაცვის ხმარის ინტერპრეტაცია, რომ ზუსტად ერთი და იგივე ფრაზა ახსოვდათ. თუმცაღა ერთი მათგანი საუბრობდა გარკვეული სახის ინფორმაციაზე, რაზეც ისაუბრა ბაჩო ახალაია, მეორე მათაგანიც საუბრობდა გარკვეული სახის ინფორმაციაზე - კონკრეტულად ის ფარაზა, რომელზეც მოწოდებას ედავება ბალდებსი მხარე და მიგვაჩნია, რომ მოწოდება განხორციელდა, მათ შორის თავისი სიტყვებით მოწმეებმა ახსენეს, რომ ეს ფრაზა ნამდვილად ახსოვდათ. ერთ-ერთმა მოწმემ ნამდვილად ახსენა, რომ ეს აღიქვა მოწოდებად, ხოლო მეორემ განაცხადა, რომ არათუ განცხადებად აღიქვა, არამედ ეს მისთვის იყო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ბრალდებულის მიერ გაკეთებული განცხადდება. ისიც განმარტა, რომ დიდად ყურადღება სხვა გარემოებებისთვის არ მიუქცევია, ვინაიდან და რადგანაც ევალებოდა პროცესზე წესრიგის დაცვა", - განაცხადა პროკურორმა. 

ცნობისთვის, ბაჩო ახალაის წინააღმდეგ საქმე საგამოძიებო უწყებამ სასამართლოზე გაკეთებული განცხადების -"ივანიშვილი უნდა დაემხოს" გამო აღძრა.  

  • ასევე შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ასევე, ბაჩო ახალიას წინააღმდეგ მიმდინარეობს მეორე სისხლის სამართლის საქმეც, სსსკ 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.