ლევან ხაბეიშვილი მისი ცემის საქმეზე 2 წლის შემდეგ დღეს პირველად გამოიკითხეს
ლევან ხაბეიშვილი მისი ცემის საქმეზე ორი წლის შემდეგ დღეს პირველად გამოიკითხა - რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გამოსულმა გამომძიებელმა დღეს მედიასთან დეტალებზე არ ისაუბრა. პროკურატურის წარმომადგენელმა არ უპასუხა კითხვას, დაიკითხა თუ არა გდდ-ს ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, რომელსაც დაკავებული პოლიტიკოსი წამების ერთ-ერთ ორგანიზატორად ასახელებს.
ლევან ხაბეიშვილს პროკურატურის გამომძიებელი შევხდი, როგორც დაზარალებულ პირს, მისი გამოკითხვის მიზნით. კონკრეტულად, რა სახის ინფორმაცია მიაწოდა მან გამოძიებას, დეტალებს ვერ მოგახსენებთ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. (ჟურნალისტი - დაგისახელათ კონკრეტული სპეცრაზმელები?) კონკრეტულ დეტალებს ვერ მოგახსენებთ.
გამოიკითხულია ძალიან ბევრი მოწმე ამ სისხლის სამართლის საქმეში და გამოიკითხება ყველა ის პირი, ვისაც შემხებლობა აქვს კონკრეტულ საქმესთან", - ამბობს გამომძიებელი.
დღეს გამომძებელმა "პირველების" კითხვის საპასუხოდ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა საქმეზე ბრალდებულ პირთა წრე გაფართოვდეს.
გამოძიება არ არის დასრულებული, გრძელდება და ტარდება რიგი საგამოძიებო მოქმედებები - თქვა პროკურატურის წარმომადგენელმა.
"პირველებმა" გამომძიებელს ჰკითხა, თუ რატომ დასჭირდა გამოძიებას 2 წელი რომ დაზარალებული ლევან ხაბეიშვილი გამოგეკითხათ?
გითხარით უკვე, გამოძიების დეტალებია, რაზეც ვერ ვისაუბრებ"- თქვა გამომძიებელმა.
ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის თქმით, დღეს გამომძიებელი ცდილობდა, რომ მისთვის და ხაბეიშვილისთვის ხელი გაუთქმელობაზე მოეწერინებინა.
როგორც ადვოკატმა, მე ხელი გაუთქმელობაზე ხელი არ მოვაწერე, ასევე ხელი არ მოაწერა ლევანმა. გამომძიებელმა აგვიხსნა, რომ ჩვენ ჩვენ მოვაწერდით თუ არა ხელს, ეს მაინც ნიშნავს, რომ ჩვენ გაუთქმელობაზე გაგვაფრთხილეს, რაც არის უკანონო", - თქვ ტყეშელაძემ.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 6 მაისს პროკურატურამ 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს. 5-დან ორი, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.