როგორ ასრულებს საქართველო ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს? - განხილვა ევროპის საბჭოში
როგორ ასრულებს საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს? - ამ თემაზე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მსჯელობს. იუსტიციის სამინისტრომ ევროსაბჭოს კომიტეტს მისწერა რომ 2019 წელთნ შედარებით, ადმინისტრაციული დაკავებების პრაქტიკა შეიცვალა.
საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ ადმინისტრაციულ დაკავევებს სისტემური ხასიათი არ აქვს და მოუწოდებს ევროსასამართლოს ამ საქმეებზე ზედამხევდელობა შეწყვიტოს. (საუბარია მაქარაშვილის ჯგუფის საქმეებზე, როდესაც მოქალაქეები მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს იმ დროს, როცა თვლიან, რომ მათი დაკავება, პატიმრობაში გაშვება თუ დაჯარიმება უკანონო იყო).
რა ხდება რეალობაში? - ამასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს დოკუმენტაცია გადაუგზავნა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", სადაც აღწერეს, არა მარტო ის, თუ რა ხდებოდა წლების წინ ქვეყანაში, არამედ ახლა, განგრძობით პერიოდშ რა ხდება, როგორ შეიცვალა კანონმდებლობა, როგორ გამკაცრდა სანქციები და როგორ გაიზარდა ჯარიმები.
ზოგადად, მინისტრთა კომიტეტი გადაწყვეტილებას არ იღებს ცალმხრივად, რომელიმე ერთი მხარის მოსმენის შედეგად. არამედ მას ინკვიზიციური ფუნქციაც ავქს, რომ რეალობა შეამოწმოს და არ დაეყრდნოთ მხოლდო და მხოლოდ მაგალითად მთავრობსი მიერ წარდგენილ ინფორმაციას. ბუნებრივია, რომ ზოგადი კონტექსტი, რომელიც ამ გადაწყვეტილებების შემდეგ ქვეყანაში განვითარდა არის ის წამყვანი კონტექსტი, რომელსაც მინისტრთა კომიტეტი დაეყრდნობა და ჩვენ ეს ვნახეთ, მაგალითად გასულ წელს, როდესაც ეს საქმე მოექცა არა სტანდარტული ზედამხედველობის, არამედ გაძკლიერებული ზედამხედველობის ქვეშ, რაც ნიშნავს იმას, რომ კომიტეტი ხედავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებსი წარმოებას, როგორც არა რუტინულ პრობლემას, არამედ ისედ პრობლემას, რომ რეალურად ამით ხდება მნიშვნელოვანი წნეხის შექმნა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. ამიტომაც, ჩვენ კომიტეტის მხრიდან ველოდებით არსებული რეალობის ადეკვატურ შეფასებას და ველდოებით, რომ კომიტეტი გააგრძელებს ამ საქმეებსი ზედამხედველობას, იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში ჩვენ არ გვინახავს არცერთი საქმე, მიუხედევად იუსტიციის სამინისტროს განმეორებითი მოთხვნისა, დახურული მინისტრთა კომიტეტის მიერ", - აცხადებს საიას თავმჯდოამარე თამარ ონიანი.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მსჯელობა გუშინ დაიწყო და 11 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. სწორედ ამ სამ დღეში უნდა გადაწყვიტოს კომიტეტმა რამდენად მიზანშეზონილი იქნა მონიტორინგის შეჩერება საქართველოში, რასაც საქართველოს მთავრობა ითხოვს და რასაც უფლებადამცველი ორგანიზაციები კატეგორიულად არ ეთანხმებიან.
"საერთაშორისო გამჭვივვალობა-საქართველოს" წარმომადგენელი, გოგა ხატიაშივილი ამბობს, რომ ის აკრძალვები, რომელიც ბოლო პერიოდში "ოცნების" მიერ იქნა შემოღებული, პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენება, რაც არის ერთგვარი მსუსხავი ეფექტის მატარებელი ადამიანებისთვის, რომ თავი შეიკავონ მშვიდობიანი შეკრებებისგან.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება არ გულისხმობს მხოლოდ ამ გადაყწყვეტილებით დაკისრებული კომპენსაციის გადახდას. რა თქმა უნდა, თითოეულ სახელმწიფოს ევალება, რომ გაითვალისწინოს ის სტანდარტები, რასაც თითოეულ გადაწყვეტილებაში ევროსასამართლო მიუთითებს. მაგალითად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იქნა ჩაწერილი, რომ სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარ დადგენილებაში მიუთითოს ევროსასამართლოს პრეცედენტები და ამას აკეთებენ ხოლმე მოსამართლეები, თუმცა ხშირად ასეთ მითითებას აქვს შაბლონური და ფორმალური ხასიათი, იმიტომ, რომ სასამართლოები სათანადოდ ვერ ასაბუთებენ, რამდენად გამოსადეგი და რელევანტური შეიძლება იყოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება იმ ფაქტობრივი გარემოებებისთვის, რომელსაც სასამართლოები განხილავენ. ის აკრძალვები, რომელიც ბოლო პერიოდში იქნა შემოღებული, პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენება, რაც არის ერთგვარი მსუსხავი ეფექტის მატარებელი ადამიანებისთვის, რომ თავი შეიკავონ მშვიდობიანი შეკრებებისგან", - ამბობს გოგა ხატიაშვილი.