Financial Times: რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი საქართველოდან კრიპტოპლატფორმებსაც მოიცავს
საქართველო ახალი სკანდალის შუაგულში - Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ წარდგენილი სანქციების 21-ე პაკეტი საქართველოდან კრიპტოპლატფორმებსაც მოიცავს. ქართულ კომპანიებს ევროკავშირი რუსეთის დახმარებისთვის დაასანქცირებს.
სულ 11 კრიპტოპლატფორმაზეა საუბარი - ბელარუსიდან, საქართველოდან, ნიგერიიდან, პანამიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და მარშალის კუნძულებიდან;
გამოცემა წერს, რომ დასახელებულ ობიექტებს ბრალად ედებათ დასანქცირებული ობიექტებისთვის მომსახურების გაწევა ან მათთვის ევროკავშირის შეზღუდვებისთვის გვერდის ავლაში დახმარება.
როგორც ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა Financial Times-ს განუცხადეს, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი, რომელიც გუშინ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა, ბანკების, ნავთობმოვაჭრეებისა და კრიპტოპლატფორმების წინააღმდეგ ახალ შეზღუდვებს ითვალისწინებს.
- ახალ პაკეტში 31 რუსული ბანკი, მესამე ქვეყნის 20 ნავთობმოვაჭრე ობიექტი, ასევე კრიპტო კომპანიები და პლატფორმები შედის.
ეს ასევე მოიცავს 4 ბანკს ყირგიზეთიდან, მონღოლეთიდან და ინდოეთიდან; ასევე, 5 ნავთობმოვაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან“, - განუცხადეს გამოცემას ოფიციალურმა პირებმა.