სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
სასახლის ღობის საქმე - როგორც პირველებს უფლებადამცველები ეუბნებიან, დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე ჩაინიშნა. პირველ სხდომაზე 8 პირი, ხოლო მეორე სხდომაზე 6 ბრალდებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდებიან.
უფრო კონკრეტულად, ერთ ეპიზოდზე საუბარია 8 პირზე: ალექსანდრე ხაბეიშვილზე, ბექა ქელეხსაშვილზე, გიორგი მუმლაძეზე, მამუკა ლაბუჩიძეზე, გურიელ ქარდავაზე, ავთანდილ სურმანიძესა და ვახტანგ ფიცხელაურზე.
ხოლო მეორე ეპიზოდთან მიმართებაში, საპროცესო შეთანხმება ფორმდება შემდეგ 6 პირთან - გიორგი ქორქიასთან, გიორგი რურუასთან, ხვიჩა გოგოხიასთან, ლევან ჯიქიასთან, ლაშა ივანაძესთან და სერგო მეგრელიშვილთან.
- ცნობისთვის, გუშინ 9 ივნისს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დარბაზიდან გაათავისუფლა 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 8 პირი.
ესენი არიან: ალექსანდრე გოგოლაძე, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე, ჯანდრი თირქია და ევა შაშიაშვილი. ეს უკანასკნელი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული და საპატიმრო 2025 წლის 31 დეკემბერს დატოვა.