გრიგოლ ლილუაშვილის საქმე - მხარეები საპროცესო შეთანხმების შესახებ დასმულ კითხვას პასუხობენ
მიმდინარეობს თუ არა გრიგოლ ლილუაშვილთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები? - საქმის პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი ამბობს, რომ აღიარების და თანამშრომლობის სანაცვლოდ მზად არის შეთანხმებაზე მსჯელობა დაიწყოს.
სახელმწიფო მბრალმდებლის თქმით, სუს-ის ექს-შეფ საპროცესო შეთანხმების თაობაზე პროკურატურისთვის ამ ეტაპისთვსი არ მიუმართავს.
ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილიც თუ აღიარებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, ბუნებრივია, ზოგადად, მე არ ვამბობ, რომ საპროცესო შეთანხმება შეიძლება გაფორმდეს აუცილებლად ასეთ შემთხვევაში, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ სასამართლოც მხედველობაში იღებს განაჩენის გამოტანის და სასჯელის დანიშვნისას ზოგადად აღიარებას ბრალდებულის. ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ამ საქმეზე მტკიცებულებები გამოვიკვლიოთ, რათა ობიექტური განაჩენი დადგეს - ჩვენ ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება ამაზე მოლაპარაკება, თუ ბრალდებული აღიარებს და ოფიციალური განცხადებით მოგვმართავენ. ვინაიდან, მსგავსი ამ ეტაპზე არ არის, ჩვენ რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ საპროცესო შეთანხმების საკითხს", - აცხადებს მარიამ ბერძენიშვილი.
პროკურატურასთან მოლაპარაკებების დაწყებას ამ ეტაპზე არ ადასტურებენ არც გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატები. ლანა ცერცვაძის თქმით, სუს-ის ექს-შეფის გაჟღერებული პოზიციაა, რომ ბრალდების არცერთ ნაწილში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ამ ეტაპისთვის ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა - ირწმუნება უფლებადამცველი "პირვეელბთან".
ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი თავს არ ცნობს დამნაშავედ ის მიმართ წარდგენილ არცერთ ბრალში. აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმართვა არ მომხდარა. რაც შეეხება, ვის რა შეღავათი შეიძლება გაეწიოს, ბუნებრივია, ზოგადად სამომავლო მსჯელობის საკითხია, თეორიულ დონეზე თუკი ვმსჯელობთ. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება - გრიგოლ ლილუაშვილის მხრიდან არანაირი აღიარება დღეის მდგომარეობით ჩვენ არ გვაქვს. ამ ეტაპისთვის ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა, იქიდან გამომდინარე, რომ ლილუაშვილსი მხრიდან ცალსახად არის პოზიცია გაჟღერებული, რომ მისი მხრიდან არანაირი დანაშაულის ჩადენას არ ჰქონია, რაც ბრალად აქვს წარდგენილი ", - ამბობს ლანა ცერცვაძე.
ამ წუთებში საქალაქო სასმაართლოშ გრიგოლ ლილუშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს - დახურულ სასამართლო სხდომაზე ჩვენებას აძლევს უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ბრალდებსი მხარის ინფორმაციით ერთ-ერთი თაღლითური "ქოლ-ცენტის" ხელმძღვანელი იყო. პროკრუატურის თქმით, დღევანდელმა მოწმემ პროცესზე უნდა დაადასტუროს, რომ ლილუაშვილის მფარველობით ოპერირებდა.
- ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.