დაესწარი საქართველოს ბანკის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით

10.06.26 13:46
დაესწარი საქართველოს ბანკის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, 12 ივნისს, 17:00 საათზე ონლაინ ვებინარს გამართავს. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

ვებინარის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას Fulbright-ის პროგრამის შესახებ, რომელიც აშშ-ის საელჩოსთან პარტნიორობით ხორციელდება და ქართველ სტუდენტებს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევს.

შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:

  • როგორ მოიპოვონ სრული დაფინანსება აშშ-ში სასწავლებლად;
  • რა მიმართულებებზე არის შესაძლებელი სწავლის გაგრძელება, პროგრამის ფარგლებში;
  • რას მოიცავს Fulbright-ის სტიპენდია;
  • როგორ მიმდინარეობს განაცხადის შევსებისა და შერჩევის პროცესი;
  • რა გამოცდილებასა და შესაძლებლობებს სთავაზობს პროგრამა ქართველ სტუდენტებს.

შეხვედრის სპიკერები იქნებიან ნინა გაბადაძე, პროგრამის კოორდინატორი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი, ასევე სალომე ცეცხლაძე, Fulbright-ის პროგრამის სტიპენდიატი.

ვებინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, პირდაპირ დაუსვან კითხვები პროგრამის კოორდინატორსა და Fulbright-ის კურსდამთავრებულს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია როგორც განაცხადის პროცესზე, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის გამოცდილებაზე.

Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 1 ივლისს დასრულდება. პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკის სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ინფორმაციისთვის, Fulbright-ის პროგრამა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაარომელიც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევსამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით მიიღონ ხარისხიანი განათლება და განავითარონ პროფესიული და აკადემიური შესაძლებლობები საერთაშორისო გარემოში.

ვებინარი 12 ივნისს,17:00 საათზეონლაინ ფორმატში გაიმართებარეგისტრაციის შემდეგ მონაწილეები შეხვედრის ბმულს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ვებინარზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს.

NS

მსგავსი სიახლეები