ოზურგეთში ფეკალური მასები ქუჩაში იღვრება — მოსახლეობა ინფექციის საფრთხეზე საუბრობს

10.06.26 16:07
ოზურგეთში ფეკალური მასები ქუჩაში იღვრება — მოსახლეობა ინფექციის საფრთხეზე საუბრობს

 

 

ოზურგეთში მოსახლეობა უკვე მეოთხე დღეა ანტისანიტარიისა და ინფექციების გავრცელების საფრთხეზე საუბრობს. ადგილობრივების თქმით, ქალაქის ცენტრში, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიიდან ფეკალური მასები ქუჩაში იღვრება, რაც სერიოზულ სანიტარულ პრობლემას ქმნის. მათი განცხადებით, მიუხედავად არაერთი მიმართვისა, პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.

მოსახლეობა ამბობს, რომ ტერიტორიას საკუთარი ძალებით ასუფთავებს, თუმცა შიშობს, რომ არსებული მდგომარეობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი შეიძლება გახდეს. ადგილობრივები შესაბამის უწყებებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

"პირველებმა" ინფორმაციის გადამოწმება სამრეცხაოს მფლობელის მამასთან სცადა, რომელიც "ოცნების" ყოფილი დეპუტატია. დავით მდინარაძე თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამებოდა, თუმცა მას შემდეგ რაც კონკრეტული ადგილი ვაჩვენეთ, თქვა, რომ აღნიშნული პირველად დაინახა.

ოპოზიცია კი "ოცნების" ხელისუფლებას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს და პირდაპირ ამბობს, რომ მას ხალხი პრობ;ემები არ ადარდებს. 

გურია და ოზურგეთი,ს აერთოდ, ხელისუფლების რუკაზე რომ არ არის, ვიცით. არ არის წყალი, არ არის გზა, არ არის არანაირი ინფრასტრუქტურა, მაგრამ ამჟამად უკვე მერიის წინ საკანალიზაციო მილია გახეთქილი, ფეკალიების მასა საავადმყოფოდან გამმოედინება მათ წინ რაღაც სულ 100 მეტრში, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ინფექციის საფრთხე არსებობს პირდაპირ და ეს არის უკვე უპასუხისმგებლო კი არა, საზოგადოების წინაშე ჩადენილი დანაშაული, რომელიც მეოთხე დღეა გრძელდება, - ამბობს ენმ-ს წევრი თათია ნიკოლაიშვილი.