ივანიშვილის პირადმა მცველმა ახალი, მაღალი თანამდებობა მიიღო

10.06.26 16:39
ივანიშვილის პირადმა მცველმა ახალი, მაღალი თანამდებობა მიიღო

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი, გიორგი ბახუაშვილი შს მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ დაინიშნა - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი ბახუაშვილი ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა.

  • ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორად ბახუაშვილის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია "შაბათის ეთერმა" გაავრცელა. 

ბახუაშვილი ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს 10 წლის განმავლობაში იცავდა. 

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ივანიშვილის გუნდში შიდა რყევები და ნდობის პრობლემა იზრდება, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი საკვანძო პოზიციებზე მისთვის პირადად ახლო ადამიანებს ნიშნავს.