თავისუფლების ფასი ყველა სირთულეზე დიდია - საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებული ბექა ქელეხსაშვილი

10.06.26 16:59
თავისუფლების ფასი ყველა სირთულეზე დიდია - საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებული ბექა ქელეხსაშვილი

 

 

თავისუფლების ფასი ყველა სირთულეზე დიდია - ამის შესახებ სასახლის ღობის საქმეზე საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებულმა ბექა ქელეხსაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ქელეხსაშვილმა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა ყველა სინდისის და პოლიტიკურ პატიმარს, ვინც ამჟამად პატიმრობაში რჩებიან. 

მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო დარჩენილებს, მალე გათავისუფლებას ვუსურვებ მათ და ღმერთსი წყალობით, ყველა მალე გათავისუფლებული იყოს პატიმრობიდან.

რთული იყო ჩემთვის [პატიმრობა], მაგრამ თავისუფლების ფასი ყველა სირთულეზე დიდია, თავისუფლება არის ყველაზე დიდი რამ.

პირველი, რასაც გავაკეთებ, ოჯახსა და მონატრებულ ადამიანებს ჩავეხუტები“, - განაცხადა ქელეხსაშვილმა. 

კითხვაზე, როგორ აპირებს ბრძოლის გაგრძელებას, ქელეხსაშვილმა უპასუხა, რომ ჯერ არ იცის და ამაზე იფიქრებს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 8 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს - ბრალდების და დაცვის მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დაამტკიცა. 

 დარბაზიდან გათავისფულდნენ: ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მუმლაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძე, ვახტანგ ფიცხელაური და თემურ ქურციკიძე.

სამი წელი პირობითი მსჯავრი - ეს არის სასჯელი, რომელიც გათავისუფლებულებს დაეკისრებათ. ბრალდებულებმა საპროცესო შეთანხმება ბრალის აღიარების სანაცვლოდ მიიღეს. პროკურატურის პასუხს განსასჯელის სკამზე მყოფი პირები თვეები ელოდებოდნენ.