ბრძოლა გრძელდება - საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებული ავთანდილ სურმანიძე

10.06.26 17:08
ბრძოლა გრძელდება - საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებული ავთანდილ სურმანიძე

 

 

ბრძოლა გრძელდება - ამის შესახებ სასახლის ღობის საქმეზე საპროცესო შეთანხმებით სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლებულმა ავთანდილ სურმანიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

სურმანიძის თქმით, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს ციხით ვერავინ შეაშინებს. 

უკრაინაში ყოფნის მიზეზიც იყო ის უსამართლო ომი, რასაც დღეს უკრაინა საკუთარ თავზე იტანს. ჩვენი ბრძოლის მიზეზი ყოველთვის იყო თავისუფლება, ნორმალური ცხოვრების პირობა და ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი. მინდა ვუთხრა ყველას, რომ ბრძოლა გრძელდება, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს ციხით ვერ შეგვაშინებენ. მებრძოლი ადამიანები საჭირონი იქნებიან მომავალში, ჩვენი უკეთესი მომავლისთვის". - განაცხადა ავთანდილ სურმანიძემ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 8 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს - ბრალდების და დაცვის მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დაამტკიცა. 

 დარბაზიდან გათავისფულდნენ: ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მუმლაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძე, ვახტანგ ფიცხელაური და თემურ ქურციკიძე.

სამი წელი პირობითი მსჯავრი - ეს არის სასჯელი, რომელიც გათავისუფლებულებს დაეკისრებათ. ბრალდებულებმა საპროცესო შეთანხმება ბრალის აღიარების სანაცვლოდ მიიღეს. პროკურატურის პასუხს განსასჯელის სკამზე მყოფი პირები თვეები ელოდებოდნენ.