ადვოკატების თქმით, შსს ნარკოტიკის მომხმარებლებს ნარკორეალიზატორებად "ასაღებს"

10.06.26 17:44
ადვოკატების თქმით, შსს ნარკოტიკის მომხმარებლებს ნარკორეალიზატორებად "ასაღებს"

 

 

კრიმინალური პოლიციის მიერ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შემდეგ, რა დროსაც ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს, ადვოკატები ამბობენ, რომ საქმე გვაქვს საჩვენებელ დაკავებებთან.

შსს-მ დღეს თქვა, რომ დაკავებულებიდან 49 რეალიზატორია, თუმცა უფლებადამცვლები ამბობენ, რომ სტატისტიკის გასაზრდელად შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოტიკის მომხმარებლებს ე.წ. ბარიგებად ასაღებს.

გამოჰყავთ, რომ თითქო იჭერენ ნარკორეალიზატორებს. რეალურად, მათი  უმრავლესობის დიდი წილი არის უბრალო გაჭირვებული მომხმარებელი - ეუბნება "პირველებს" ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი. 

არანაირ ნარკორეალიზაციას, როგორც ასეთს მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, რასაც აცხადებს შსს, ადგილი არ ჰქონია. იჭერენ უბრალოდ მომხმარებლებს. შეუჩენენ ადამიანს, მომხმარებლებს, ვინც მოიხმარს ნარკოტიკს, შედიან მასთან ნდობაში, ეხვეწებიან, რომ ცუდად ვარ, ვკვდები, ძალიან მიჭირს, ამდენი  ფული არ მაქვს, შევამხანაგდეთ, ერთად დავდოთ ფული, ერთად ვიყიდოთ, დაყვებიან მისამართებზე, შემდეგ დაიყოფენ - ის თავსი გზაზე წავა, ეს თავის გზაზე - აი ამას ეძახიან ესენი ნარკორეალიზაციას. ნარკოტიკის შეძენა არის სრულიად თავისუფალი და ხელმისაწვდომი ტელეგრამ არხებზე. ასევე პოლიციას აქვს თავისი ტელეგრამ არხები და მერე მისამართებზე ახვედრებენ ამ ნარკომომხმარებლებს და იმისთვის, რომ გაზარდონ სტატისტიკა და მოატყუან თავიანთი ხელმძღვანელობა თუ ბიძინა ივანიშვილი,  ასე გამოჰყავთ, რომ თითქო იჭერენ ნარკორეალიზატორებს. რეალურად, მათი  უმრავლესობის დიდი წილი არის უბრალო გაჭირვებული მომხმარებელი", - ამბობს ადვოკატი.  

ადვოკატების თქმით, ნარკოდანაშულის საქმეში ორი ვიდეო  მტკიცებულება დევს, სადაც ჩანს ნივთიერების გადაცემის ფაქტი, თუმცა უფლებადამცველები ამბობენ, რომ ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებული არ არის , რომ აღნიშნული  ნარკოტიკული ნივთიერებებია.

ნარკოდანაშუალის ბრალდებით დაკავებულებს საქალაქო სასამართლომ უკვე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.