სასახლის ღობის საქმეზე კიდევ 6 ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაუშვეს [სია]

10.06.26 18:08
სასახლის ღობის საქმეზე კიდევ 6 ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაუშვეს [სია]

სასახლის ღობის საქმეზე კიდევ 6 ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაუშვეს.  ეს მხოლოდ დღეს, გათავისუფლების მეორე ტალღაა.  ციხიდან უშვებენ ყველას, ვინც ბრალს აღიარებს. პროკურატურის მთავარი პირობა სწორედ აღიარებაა.   

დღეს ჯამში 14 დემონსტრანტი გათავისუფლდა.  სასამართლო სხდომები ორ ჯგუფად ჩატარდა და განიხილეს მოსამართლეებმა ნინო თარაშვილმა და დიმიტრი ჯინჯოლიამ.

გათავისუფლებული 6 პირის ვინაობა

  1. სერგო მეგრელიშვილი;
  2. გიორგი რურუა;
  3. გიორგი ქორქია;
  4. ლაშა ივანაძე;
  5. ლევან ჯიქია;
  6. ხვიჩა გოგოხია

რაც შეეხება გათავისუფლებულ 8 პირს,  ბრალდების და დაცვის მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დაამტკიცა.  

გათავისუფლებული 8 პირის ვინაობა

  1. ალექსანდრე ხაბეიშვილი;
  2. ბექა ქელეხსაშვილი;
  3. გიორგი მულაძე;
  4. მამუკა ლაბუჩიძე;
  5. გურიელ ქარდავა;
  6. თემურ ქურციკიძე;
  7. ვახტანგ ფიცხელაური
  8. და ავთანდილ სურმანიძე.