მედია: რუსეთის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ნური მიტაგვარიას დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსეთის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ნური მიტაგვარიას დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას Кавказский Узел ავრცელებს.
გამოძიების მტკიცებით, მიტაგვარია უკრაინაში 2022 წლის მარტში ჩავიდა, სადაც სამხედრო წვრთნები გაიარა და ცეცხლსასროლი იარაღი მიიღო. ამასთან, ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ რუსეთის ჯარების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა.
ნური მიტაგვარიაზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.