რუსთავში ფიზიკური დაპირისპირებისას მამაკაცმა მძიმე დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა

11.06.26 10:32
რუსთავში ფიზიკური დაპირისპირებისას მამაკაცმა მძიმე დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა

რუსთავში ფიზიკური დაპირისპირება ტრაგედიით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე მდებარე რესტორან „იმპერიაში“ დაწყებული სიტყვიერი კამათი მოგვიანებით ქუჩაში გაგრძელდა და მამაკაცებს შორის დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა.

ინციდენტის დროს, სავარაუდოდ, 45 წლამდე ასაკის მამაკაცმა სუპერმარკეტის მიმდებარედ ბეტონის საფარს თავი დაარტყა, რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღო.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მალევე მივიდა. ექიმებმა დაშავებულს შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარის გარემოებებს სამართალდამცველები იძიებენ. დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი სიახლეები