დუისში მალხაზ მაჩალიკაშვილის მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს

11.06.26 10:57
დუისში მალხაზ მაჩალიკაშვილის მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს

პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას ავტომობილი დაუზიანეს - კადრებში, რომელსაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ავრცელებს, ჩანს, რომ ჩამტვრეულია მანქანის უკანა საქარე მინა. 

შვილმოკლული მამა არ გამორიცხავს, რომ მომხდარი მის განცხადებებს უკავშირდებოდეს. 

გაჩერებულზე [დააზიანეს მანქანა], მილიონი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ სპეციალურად არის გაკეთებული. ავტომობილზე კი არ მწყდება გული, ასეთ მფგომარეობაში მყოფ კაცს რომ ასეთ ნაძირლობას უკეთებენ, ამაზე მისკდება გული"- უთხრა მან "პირველებს". 

მაჩალიკაშვილს პოლიციისთვის არ მიუმართავს. 

მსგავსი სიახლეები