ირანის ელჩის თქმით, გაეროში "ქართული ოცნებასა" და ირანს შორის გარკვეული შეთანხმება არსებობს
საქართველოში ირანის ელჩი ამბობს, რომ გაეროში "ქართული ოცნებასა" და ირანს შორის გარკვეული შეთანხმება არსებობს.
სეიედ ალი მოჯანი "პირველების" კითხვაზე, რატომ არ დაუჭირა ირანმა მხარი ქართველი დევნილების რუსეთის მიერ ოკუპირებულ მიწაზე დაბრუნებას, პასუხობს: "არის ნაცვალგების პრინციპი - საქართველოს მხარე გარკვეულ რეზოლუციაზე არ იღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, ანალოგიურად ჩვენც ამ რეზოლუციის დროს არ ვიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას".
ჩვენ საერთოდ კენჭისყრაში არ მიგვიღია მონაწილეობა და ეს გარკვეულწილად განსხვავებულია მხარის არ დაჭერისგან. არის ნაცვალგების პრინციპი - საქართველოს მხარე გარკვეულ რეზოლუციაზე არ იღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, ანალოგიურად ჩვენც ამ რეზოლუციის დროს არ ვიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას, თუმცა ყოველთვის სხვადასხვა დროს ქართველ ლტოლვილებს აფხაზეთიდან ასევე ცხინვალის რეგიონიდან დავეხმარებით. ჩვენსა და ისრაელს შორის არის გარკვეული სხვაობა. ჩვენთვის მეგობრობას სხვანაირი მნიშვნელობა აქვს, მათთვის სხვანაირი. ირანის ელჩი კითხვებზე გიპასუხებთ - ისრაელის, ვეჭვობ რომ დათანხმდეს. ისრაელის ელჩი იმასაც აძლევს თავს უფლებას, რომ საქართველოს მხარეს მიმართოს პროტესტით, რომ რატომ გაანათეთ ანძა ირანის დროშის ფერებში გარკვეულ წილად მუქარის ენით ესაუბროს საქართველოს მთავრობას.
არასდროს ვიკადრებ ზოგიერთი სხვა ქვეყნის ელჩის მსგავსად ჩავერიო საქართველოს შიდა საკითხებში", - განაცხადა ირანის ელჩმა.
საქართველოს დეოკუპაციის რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. თუმცა, მხარდამჭერებს შორის არ აღმოჩნდნენ „ქართული ოცნების“ მიერ სტრატეგიულ პარტნიორებად მოხსენიებული ჩინეთი და ირანი.