ირანის ელჩის კრიტიკა "ჰადსონის ცენტრს" და პასუხი "ალ მუსტაფას უნივერსიტეტის" სკანდალზე
საქართველოში ირანის ელჩი "ჰადსონის ინსტიტუტის" კვლევას ეხმაურება, რომელშიც ჩვენს ქვეყანაში "ირანული გავლენების გაზრდაზე და ირანული კომპანიების გაფართოებაზეა" საუბარი.
სეიედ ალი მოჯანი საქართველოში ირანულ კომპანიების მომრავლებას ბინადრობის უფლების მოპოვებით ხსნის, ირანელი დიპლომატი "ჰადსონის ცენტრის" კვლევას აკრიტიკებს და ირწმუნება, რომ აღნიშნული ცენტრი, ისევე როგორც სხვა ამერიკული ანალიტიკური ცენტრები საქართველოსგან "გარკვეული პოლიტიკური ხარკის მიღებით არიან დაინტერესებულნი"
- ჰადსონის უნივერსიტეტსი კვლევის თანახმად, ეკონომიკური შეღწევადობისა და სანქციებისგან თავის არიდების ქსელების მეშვეობით, ირანი ცდილობს საქართველო სანქციებისგან თავის არიდების ცენტრად აქციოს.
- „ეს ძალისხმევა მოიცავს საქართველოში ირანთან აფილირებული კომპანიების რეგისტრაციის ზრდას და 2022 წლის შემდეგ ირანიდან იმპორტის მკვეთრ ზრდას“ - წერია კვლევაში.
რაც შეეხება ჰადსონის ანგარიშს, მისი ერთ-ერთი თანაავტორი არის ლუკ კოფი. ის ძველი სამხედროა - მზვერავი. მისი არანაირი კვლევა რაიმე ნაშრომი კავკასიისა, თუნდაც საქართველოს შესახებ არ მოიძებნება. შემაშფოთებელია, გარკვეულწილად ის, რომ ამერიკა თავისი სამხედრო სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ან მოქმედი წარმომადგენლებით ცდილობენ კავკასიის თემებზე მუშაობას. ისინი ერთი პერიოდი მუშაობდნენ ავღანეთზე, იძლეოდნენ ინსტრუქცუებს, ახლა ლოკაცია შეცვალეს და გადმოერთნენ საქართველოზე და კავკასიაზე. მათი ანალიტიკა - მათმმა მასალებმა რა შედეგი მოუტანა ავღანეთს?
რაც შეეხება ირანულ კომპანიებს - გამოითხოვეთ საჯარო რეესტრისგან, რამდენი აქტიური მოქმედი ირანული კომპანია, მიმართეთ საგადასახადოს და ბრუნვა გაარკვიეთ კომპანიების. რატომაა ამდენი კონპანია ერთ მისამართზე რეგისტრირებული. ესეც უკავშირდება საქართველოში მოქმედ კანონს. როდესაც პიროვნებას ბინადრობის აღება სურს, არის გარკვეული პირობები - როდესაც პიროვნება ქმნის კომპანიას, კომპანიიის საშუალებით იღებს ბინადრობას, საქართველოს სავიზიტო ბარათებს შორის მე მაინც გამოვარჩევდი - წყალი, ღვინო, გამჭვირვალობა, გადაამოწმეთ.
ჰადსონის ცენტრი და სხვა ამერიკული ანალიტიკური ცენტრები დაინტერესებული არიან, რომ საქართველოსგან მიიღონ გარკვეული პოლიტიკური ხარკი - ამისათვის იყენებენ ისეთ პიროვნებებს რომლებიც დღეს სხვა ქვეყანაზე მუშაობენ, ხვალ შეილება სულ სხვა ქვეყანაზე გადმოერთონ. ანგარიშის ერთერთი თანაავტორი გიორგი კანდელაკი, ისევე როგორც თინა ხიდაშელი მათ წინააღმდეგ საქმეც არის აღძრული.
ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოში არსებულ ალ მუსტაფას უნივერსიტეტზეც - სეიედ ალი მოჯანმა "ჭორები" უწოდა ჰადსონის უნივერისტეტის კვლევის იმ ნაწილს, სადაც ალ მუსტაფას უნივერსიტეტზეა საუბარი და დრეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ თემაზე არსებულს კითხვებს, პასუხი ირაკლი კობახიძემ გასცა.
- ჰადსონის უნივერსიტეტის კვლევაში ნათქვამია, რომ რელიგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებები, როგორიცაა „აჰლ ბეითის მსოფლიო ასამბლეის ფილიალები“ და „აშშ-ს მიერ სანქცირებული ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტი“, ღიად მოქმედებენ საქართველოში და ხელს უწყობენ თეირანთან მოკავშირე რელიგიურ დოქტრინას“.
- „ისინი ასევე ქმნიან ირანისადმი ლოიალურ სასულიერო ქსელებს და უზრუნველყოფენ იდეოლოგიურ მომზადებას, რასაც რელიგიურ განათლებად წარმოაჩენენ“.
რაც შეეხება ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს - ის უდიდესი თეოლოგიური სასწავლებელია ირანში, სწავლობენ ირანელები და უცხოელები, დაახლოებით 100-მდე საგანი ისწავლება. ეს მთლიანად თეოლოგიური არაა, სხვადასხვა საგნები ისწავლება. მუსტაფას ყოფნას საქართველოში რაც შეეხება, ჭორები რაც არსებობს ამ თემაზე, პასუხი ირაკლი კობახიძემ გასცა", - აცხადებს ირანის ელჩი.