"უმრავლესობის" წევრების ნაწილი ენმ-სთან პოლიტიკურ კონსულტაციებს ადასტურებს

11.06.26 17:25
"უმრავლესობის" წევრების ნაწილი ენმ-სთან პოლიტიკურ კონსულტაციებს ადასტურებს

 

 

ვინ არის მზად რომ ბრძოლა "ოცნების" წინააღმდეგ განახლებული "ნაციონალური მოძრაობიდან" დაიწყოს? -  "უმრავლესობის" ახალგაზრდა აქტივისტების ნაწილი "პირველებს" უდასტურებს, რომ მათთან პოლიტიკური კონსულტაციები დაწყებულია.

ნანუკა ჟორჟოლიანის გუნდის წევრები ამბობენ, რომ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ, მაგრამ ამბობენ, რომ წინადადება განხილვის ეტაპზეა. 

თუ ასპარეზი ვინმეს უნდა დაეთმოს დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში, ესენი მჯერა რომ არის ახალი თაობა და  არიან ახალგაზრდები. არის მოლაპარაკების რეჟიმი და არაფერს არ გამოვრიცხავ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმსი დასამარცხებლად. სადაც მექნება საშუალება, რომ მე ძლიერად ვიბრძოლო ამ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს, მე ამ პლატფორმას გამოვიყენებ. ჩვენ და ნანუკა ჟორჟოლიანი ვაკეთებთ ერთად მნიშვნელოვან საქმეს, ვაკეთებთ ერთად იუთუბეს, ჩვენს ჯგუფს ჰქვია "უმრავლესობა" და რავიცი გუნდად ვის მოიაზრებს მიხეილ სააკაშვილი, ამას ალბათ თავად დაასახელებს". - ამბობს ლუკა ჭოხონელიძე. 

ის, რომ შესაძლებელია უახლოეს პერიოდში "ნაციონალურ მოძრაობაში" იყოს, არ გამორიცხავს არც აქტივისტი დავით სეხნიაშვილი. 

მოლაპარაკების პროცესში არის ბევრი რამე. არ გამოვრიცხავ არაფერს, ვგულისხმობ იმას, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენი პლატფორმა ძალიან მნიშვნელოვანია, მე ასე მგონია "ქართული ოცნების" რეჟიმთან ბრძოლაში და ამ ბრძოლაში რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდში არის სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანი. ეს ასე გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრი და თავად ნანუკა ჟორჟოლიანი. (კითხვა - ანუ შესაძლებელია უახლოეს პერიოდში ნაციონალურ მოძრაობაში გიხილოთ?) - არაფერი არ არის გამორიცხული"- აცხადებს დავით სეხნიაშვილი. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისივე დაფუძნებულ პარტიაში რადიკალურ ცვლილებებს აანონსებს. სააკაშვილის Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდება.

სააკაშვილი თვლის, რომ პარტია უნდა გაიხსნას ახალი ხალხისთვის. "ძველი გამოცდილი კადრების დაფასების ფონზე უნდა შემოვიღოთ მოქნილობა, დეცენტრალიზაცია, სასწრაფოდ ავითვისოთ ახალი ტექნოლოგიები, შევქმნათ თანამედროვე ფანდრაიზინგის სისტემა"- დაწერა პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციონერმა. 

მსგავსი სიახლეები