"სქროლვის დეპარტამენტი დამიკავშირდა... ნინო ჯღარკავამ მიჩივლა" - მაია დარსმელიძე
მაია დარსმელიძის თქმით, “ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ნინო ჯღარკავამ ფეისბუქზე დაწერილი პოსტების გამო უჩივლა.
მუსიკოსი წერს, რომ, მას სოციალურ ქსელში გამოხატვის თავისუფლების მონიტორინგის სამმართველო დაუკავშირდა და სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს.
ვაშაააა, ლენტი გავჭერი.
სქროლვის დეპარტამენტი დამიკავშირდა ))))
ჯღარკმა მიჩივლя და ორი სქრინია თქვენიო.
10 ივლისს რამეს ხომ არ გეგმავთ?
14:00 საქალაქო სასამართლოს 41 დარბაზი," - წერს მაია დარსმელიძე.
თავად ნინო ჯღარკავა აცხადებს, რომ მას მაია დარსმელიძის წინააღმდეგ საჩივარი ოფიციალურად არ დაუწერია.
ახლა დამირეკეს ტვ პირველიდან,თქვენ უჩივლეთ მაია დარსმელიძეს პოსტისთვისოო? ახალ სამმართველოს დაუწყია მუშაობა და ქალბატონი დარსმელიძე დაუბარებიათ სასამართლოში,მე ოფიციალურად არ მივსულვარ და არ დამიწერია საჩივარი,აქვე მოვნიშნე შინაგან საქმეთა სამინიტრო და რეაგირებაც დროულად მომხდარა, - წერს ჯღარკავა.