დასეტყვილი ვენახები და განადგურებული მოსავალი ბოლნისში - სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
დასეტყვილი ვენახები, განადგურებული მოსავალი, დახოცილი შინაური ფრინველი, დაზიანებული სახლები და დატბორილი ეზოები ბოლნისის მუნიციპალიტეტში - სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფელ დისველში, სადაც ძლიერი სეტყვა, ქარი და წვიმა ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა. სტიქიის ზონაში მყოფი ოჯახები ამბობენ, რომ პრაქტიკულად შემოსავლის გარეშე დარჩენ, რადგან მათი ერთადერთი საარსებო წყარო სოფლის მეურნეობა იყო.
ადგილობრივების თქმით, სტიქიიდან 24 საათის შემდეგაც მათი პრობლემით ხელისუფლება არც კი დაინტერესებულა.
კიტრი, პომიდორი, მარწყვი, მწვანილი, სიმინდი განადგურებულია, მთლად განადგურებულია მარცვლელული. წყალი ჩამოვიდა ოთახებში. არავინ მოსულა სახელმწიფოს მხრიდან. არანაირი რეაგირება არ ყოფილა ამ დრომდე. საძოვრები პრაქტიკულად განადგურდა. ყველაფერი, რითიც შეიძლებოდა ზამთარი გადაეტანა მოსახლეობას, განადგურებულია თითქმის ყველაფერი", - ამბობს ადგილობრივი.