რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ჩარჩენილი უკრაინელები შველას ითხოვენ - უმძიმესი კადრები სარდაფიდან
დარიალის ხეობაში საქართველო საზღვართან, უკრაინის 18 მოქალაქე სარდაფში ცხოვრობს. ეს ის ხალხია, ვინც რუსეთის სხვადახვა ციხეში სასჯელს იხდიდა, რუსეთმა კი ციხეებიდან გათავისუფლებული პირები საქართველოს საზღვრთან დატოვა. არც ერთს არ აქვს პასპორტი და ვერც საქართველოში ვერ შემოდის, ამიტომ ერთი წელია მიწის ქვეშ უმძიმეს პირობებში ცხოვრობს.
უკრაინის მოქალაქეები ნეიტრალურ ტერიტორიაზე, შენობის სარდაფში არიან. ამბობენ, რომ მათ შორის არიან მძიმე ავადმყოფები. ანტისანიტარიამ და არაჰიგიენურმა ჰიპობებმა ბევრ მათგანს ჯანმრთელობის პრობლემა შეუქმნა - ვლადიმირ ბლუჟნიკოვმა მხედველობა დაკარგა, ჯერ თვალში ინფექცია შეეჭრა, შემდეგ კი როგორც თავად ამბობს თვალი დაკარგა.
რუსეთმა უკრაინის მოქალაქეები ქვეყნიდან ისე გამოაძევა, რომ არც ერთ საბუთი არ აქვს - ჩნდება კითხვა რატომ დატოვეს ისინი ლარსზე?
უკრაინის 18 მოქალაქე გაურკვევლობაშია - არ აქვთ ბრძანება ქართული მხარისგან, რატომ არ უშვებენ საქართველოში. ელოდებიან უკრაინიდან დოკუმენტების მოწესრიგებას, რომ მიეცეთ გადაადგილების შესაძლებლობა, ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინსტროს მოუწოდებს, ოფიციალური პასუხი გასცეს უკრაინელებს, რატომ არ უშვებენ მათ ქვეყანაში და შეუქმნათ სათანადო პირობები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბობს, რომ არც ერთ მოქალაქეს არ აქვს პასპორტი - ყველა რუსეთში სასჯელს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშუალისთვბის იხდიდა. ამიტომ ქვეყნის უსაფრთხობიდა გამომდინარე მათ საქართველოში ვერ შემოუშვებენ. ქართული მხარე მზად არის უკრაინის მიერ საბუთების მოწესრიგების შემთხვევაში, უზრუნველყოს მათი უკრაინის ტერიტორიაზე გატარება.