დადგენილია "ოცნების" მდუმარე დეპუტატის ვინაობა, რომელსაც 29 მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმეს

11.06.26 20:46
დადგენილია "ოცნების" მდუმარე დეპუტატის ვინაობა, რომელსაც 29 მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმეს

 

 

29 მილიონიანი ტენდერი “ოცნების“ დეპუტატისთვის - “საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მოქმედი დეპუტატის გიორგი ჭყონიას შესახებ კვლევას აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ მარტში, კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა და თავად დეპუტატმა მმართველი პარტიის სალაროში 120 000 ლარი შეიტანეს. ზუსტად 24 საათში კი , შპს „გზამ“ ბათუმის მერიასთან 29.2 მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ასევე კვლევით ირკვევა, რომ ყველაფერთან ერთად  ტენდერის პირობებიც კი გიორგი ჭყონიას კომპანიაზე იყო მორგებული: ტენდერში მონაწილეობას ვერ მიიღებდა ისეთი კომპანია, რომელსაც ობიექტიდან 30  კილომეტრში ასფალტის ქარხანა არ ექნებოდა.  ბოლო ორ წელიწადში გზების რეაბილიტაციის ტენდერებში ამავე პირობით ერთი და იგივე სამი კომპანია მონაწილეობდა და იმარჯვებდა. სამივე “ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველი. 

ივანიშვილის გუნდში უარყოფენ, რომ მმართველ გუნდსა და ბიზნესს შორის კორუფციული გარიგება ხდება და ამბობენ, რომ “გიორგი ჭყონია პატრიოტი კაცია და ტენდერებს მხოლოდ იმის გამო იგებს, რომ  ყველაფერს ხარისხიანად აკეთებს.“

გიორგი ჭყონა “ქართული ოცნების“ ქობულეთის დელეგატია. ის პარლამენტში მდუმარე მილიონერი დეპუტატების სიას დაემატა. 

უცნობია, სულ რამდენი მილიონის დაგროვება შეძლო ამ წლების განმავლობაში გიორგი ჭყონიამ, თუმცა დეკლარაციის თანახმად, ის სახლში ნაღდი ფულის სახეთ ნახევარ მილიონს ლარზე მეტს ინახავს. მხოლოდ გასულ წელს დეპუტატმა 6 მილიონ ლარზე მეტი იშოვნა. დამატებით კი  მისი წლიური ხელფასი პარლამენტში კი 112 689 ლარია. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები