სენაკში შვილმა მამა დაჭრა
სენაკში შვილმა 65 წლამდე ასაკის მამა, სავარაუდოდ ყელის არეში დანით დაჭრა.
პენსიონერი მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევა, იუსტიციის სახლთან, ზუგდიდის ქუჩაზე დღეს მოხდა.
ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
შსს-ს ცნობით,გამოძიება დაწყებულია 11 პრიმა 19/109-ე მუხლით,რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას.
მსგავსი სიახლეები
09.09.26 23:22
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება ღირს გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელის სამხედრო მოქმედებათა გამართლებისა თუ მხარდაჭერის მიზნით გამოყენების ფაქტს
ცნობილია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფი მონაწილეობს