სროლა ბათუმში - არიან დაშავებულები
სროლა იყო გვიან ღამით ბათუმში - გამოცემა აჭარა ტაიმსი წერს, რომ ტყვიის ანასხლეტები დაცვის 2 თანამშრომელს მოხვდა. არსებული ინფორმაციით, მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
შემთხვევა ახალ ბულვარში რესტორან „აკროპოლისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან შუა ხნის კაცმა გაისროლა, რომელიც იმ დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ტერიტორია დილიდან ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული. მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი ადგილზევე დააკავეს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
ფოტო: აჭარა ტაიმსი