მარნეულში სკოლის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს

12.06.26 10:22
მარნეულში სკოლის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გუშჩუში გვიან ღამით 13 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.