გუშინ რომ გადაეყვანათ, ეს გართულება შეიძლება დღეს არ გვქონოდა - ექიმი
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი მედიკოსები თანხმდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა აუცილებელია.
ნევროლოგ თენგიზ წულაძის თქმით, რეკომენდაციაა, რომ სერიოზულ გართულებამდე საქმე არ მივიდეს, სააკაშვილი კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი.
მისივე განცხადებით, ციხის საავადმყოფოში არ აქვთ რესურსი, რომ მართონ ისეთი გართულებები, რომელიც შესაძლოა დადგეს.
გუშინ რომ გადაეყვანათ და დაწყებულიყო შესაბამისი თერაპია, შეიძლებოდა, ეს გართულება დღეს არ გვქონოდა", - თქვა ექიმმა ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.
ექსპერტთა ჯგუფის წევრების თქმით, ამჟამად მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია:
სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა იმ პროგნოზირებად გართულებას, რაც ჩვენმა კონსილიუმმა იწინასწარმეტყველა გუშინ. რაც ჩვენი რეკომენდაცია იყო გუშინ, რომ პაციენტი საჭიროებდა სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ გადაყვანას პოლიპროფილურ საავადმყოფოში, ისევე როგორც ჩვენ იგივე დასკვნას მივყვებით და ახლაც ვითხოვთ ამას.
გუშინ რაც ნახეთ ჩვენი დასკვნა, დოკუმენტში რაც იყო გაწერილი, იქიდან ერთ-ერთ პრობლემას ჰქონდა ადგილი და არ გამორიცხოთ , სხვა გართულებებსაც ჰქონდეს ადგილი"- აცხადებენ მედიკოსები.