ეს ჯილდო მხოლოდ მე არ ეკუთვნის, ამ პრიზს იმსახურებენ სინდისის პატიმრები - სალომე ზურაბიშვილი
პრინციპული ლიდერობის და საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის ერთგულებისთვის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მარკ პალმერის პრიზი გადაეცა.
- ეს არის ჯილდო რომელიც დემოკრატიის დაცვაში დიპლომატების და მათვობის მოხელეების განსაკუთრებულ მიღწევებს აღიარებს.
ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ჯილდო მხოლოდ მას არ ეკუთვნის და პრიზს იმსახურებენ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში დამოუკიდებლობის დასაცავად იბრძვიან.
ზურაბიშვილმა ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და თქვა, რომ "ის აღარ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ დემოკრატიულ უკუსვლად - ეს კარგად ორგანიზებული რუსული მოდელის ნაწილია".
ეს ჯილდო მხოლოდ მე არ ეკუთვნის და ამ პრიზს იმსახურებენ ის ადამიანებიც, რომლებიც საქართველოში დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის დასაცავად იბრძვიან.
ესენი არიან სინდისის პატიმრები, რომლებიც უკვე 18 თვეა, სრულიად უსაფუძვლოდ სხედან ციხეში - მხოლოდ იმიტომ, რომ თქვეს და ერთგულად დაიცვეს საქართველოს გზა და მისი დამოუკიდებლობა.
ქვეყანაში მიმდინარე პროცესები აღარ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ დემოკრატიულ უკუსვლად. ეს არის დემოკრატიის განადგურება. ეს კარგად ორგანიზებული რუსული მოდელის ნაწილია. საქართველოში მოქმედი ყველა რეპრესიული კანონი კი რუსული კანონების ასლია.
ის, რაც საქართველოში ხდება, ასევე მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის, რადგან სრულიად გაუგებარი და მოსკოვისთვის არასწორი სიგნალი იქნება, თუ რუსეთს ასე მარტივად მიეცემა კავკასიაში დაბრუნების შესაძლებლობა.
საქართველო იმსახურებს მეტ ყურადღებას, რადგან ის, რაც დღეს აქ ხდება, შეიძლება სხვაგანაც განმეორდეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.