ვინ იქნება ენმ-ს თავმჯდომარე? - ბოკუჩავასთვის სააკაშვილის განცხადება "სრული მოულოდნელობა" აღმოჩნდა

17.06.26 20:39
ვინ იქნება ენმ-ს თავმჯდომარე? -  ბოკუჩავასთვის სააკაშვილის განცხადება "სრული მოულოდნელობა" აღმოჩნდა

 

 

თინა ბოკუჩავასთვის დღეს სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა, განცხადება, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა და თქვა, რომ პარტიის თავმჯდოამრის პოსტზე მხარს ნანუკა ჟორჟლიანს უჭერს.  არადა ბოკუჩავას მტკიცებით, ერთ კვირის წინ სააკაშვილი მის კანდიდატურას ემხრობოდა. მესამე პრეიზიდენტის განცხადებამ დღეს ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ბოკუჩავამ დღეს თქვა, რომ ეს არათანმდიდვერულობაა. 

თინა ბოკუჩავას ვადა, მომავალ თვეს ეწურება, ის ჯერ რჩება პარტიაშიც და ვადის ამოწურვამდე თანამდებობაზეც. ამბობს რომ შიდა პარტიულმა პროცესებმა მთავრი არ უნდა დააზიონს. 

სააკაშვილმა პოსტი დღეს მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც თინა ბოკუჩავამ ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ არ იცის თუ პარტიის დამფუძნებელი თავმჯდომარეობას ნანუკა ჟორჟოლიანს სთავაზობდა. მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ პარტიის თავმჯდომარეის არჩევნებში გარედან არავინ უნდა ჩაერიოს და პარტია ისეთ ფორმაში უნდა მოვიდეს როგრც ეს 2023 წლის რევოლუციის წინ იყო. 

ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ვიდრე გადაწყვეტლებას მიიღებს, აინტერსებს პარტიის და ლევან ხაბეიშვილის აზრი, მისივე თქმით, არჩევნები "ნაცმოძრაობის" ლიდერის შესარჩევად ერთადერთი სწორი გზაა. 

დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები