20 ივნისის საქმე - გიორგი გახარიას ადვოკატი სასამართლოს დეტალებზე საუბრობს

17.06.26 23:26
20 ივნისის საქმე - გიორგი გახარიას ადვოკატი სასამართლოს დეტალებზე საუბრობს

 

 

პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა და გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ 20 ივნისის საქმეზე ისაუბრა. 

  • ცნობისთვის, აღნიშნული საქმის პროცესზე დღეს მაკო გომურმა ჩვენება მისცა. 

ბერდია სიჭინავას თქმით, მაკო გომურმა სხდომაზე განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება არ გაუცია. 

ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი რაც მინდა დღეს ვთქვა, პირდაპირი ფორმით დაადასტურა ქალბატონმა მაია გომურმა, რომელსაც მძიმე დაზიანებები აქვს, რა თქმა უნდა მიღებული და ეჭვქვეშ არავინ არ აყენებს, რომ მას ეს დანაშაულის შედეგად აქვს მიღებული ეს დაზიანებები, მისთვისაც არ იყო ალბათ მარტივი და არ იქნებოდა დღეს იმ დღის გახსენება და ისეთი სიზუსტით აღწერა, როგორც აღწერა. მან თქვა, პირდაპირ ვციტირებ - რომ ის დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება არ გაუცია, მას არ დაუნახავს გიორგი გახარია ველზე და არც რაიმე ინფორმაცია აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი გახარია რაიმე ფორმით მონაწილეობდა ასეთი ტიპის ბრძანების გაცემაში," - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

მსგავსი სიახლეები