"რობერტ სტურუას სპექტაკლის ნახვის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ თბილისში მოგზაურობა სწორედ ამ ღონისძიებას დავამთხვიე" - შვიდკოი

18.06.26 11:05
"რობერტ სტურუას სპექტაკლის ნახვის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ თბილისში მოგზაურობა სწორედ ამ ღონისძიებას დავამთხვიე" - შვიდკოი

 

 

რა მიზნით ჩამოვიდა თბილისში პუტინის სპეციალური წარმომადგენელი? - მიხაილ შვიდკოი ირწმუნება, რომ მისი მიზეზი რეჟისორი რობერტ სტურუას დადგმული სპექტაკლი "ვეფხისტყაოსანია", რომლის ნახვაც სურდა.

შვიდკოი ამბობს, რომ სწორედ ამ სპექტაკლის ჩვენებას დაამთხვია მისივე შეფასებით ჩუმი მოგზაურობა თბილისში.  

რობერტ სტურუას ახალი სპექტაკლის, "ვეფხისტყაოსნის", ნახვის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ თბილისში ჩემი მოგზაურობა სწორედ ამ ღონისძიებას დავამთხვიე. ამ ახალი დადგმით საქართველოს ეროვნული თეატრი თავის 178-ე სეზონს ასრულებდა. ბედმა გამიღიმა, რომ ამ ხნის მესამედის განმავლობაში მისი მადლიერი მაყურებელი ვყოფილიყავი," - წერს შვიდკოი.

პუტინის წარმომადგენელმა წერილში რუსული ლიტერატურის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და დაწერა, რომ ეს უკანასკნელი დიდ როლს თამაშობს პოსტსაბჭოთა სივრცეში.

შვიდკოი ბოლო სამ თვეში თბილისში მეორედ იმყოფება. წინა ჯერზე, ის  რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა, რომელიც თბილისში, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდა.

მსგავსი სიახლეები