ტვ პირველის ინფორმაციით, გორის პოლიციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

19.11.21 15:32
ტვ პირველის ინფორმაციით, გორის პოლიციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ტვ პირველის ინფორმაციით, გორის პოლიცია საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. რაც შეეხება  გორის სახედრო ჰოსპიტალს,ამ პერიოდში კლინიკაში რაიმე განსაკუთრებული ღონისძიებები არ შეიმჩნევა.

ჰოსპიტალის შესავლელს სამხედროები იცავენ.

ტვ პირველის ინფორმაციით, გუშინ გორის ჰოსპიტალის ერთ-ერთ ოთახში რკინის გისოსები დაამონტაჟეს. უკვე მზადაა ის ოთახი, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი შესაძლოა, უნდა შეასახლონ.

გორის ჰოსპიტალი მრავალპროფილური კლინიკაა, სადაც ნებისმიერი სირთულის ოპერაციის წარმოება არის შესაძლებელი.

 

მსგავსი სიახლეები