ელენე ხოშტარია კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალში" მოათავსეს
,,დროას" ლიდერი კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალში" მოათავსეს. ელენე ხოშტარია 17 დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობდა. მან შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც დღეს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლა შესთავაზა.