ჩვენ მეორედ დავიბადეთ - ელენე ხოშტარიას დედა
ელენე ხოშტარიას დედა სპეციალურ მიმართვას ავრცელებს - ირინა გუნცაძე ამბობს, რომ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, ისინი მეორედ დაიბადნენ:
არ ვიცი როგორ გამოვხატოთ მადლიერება საქართველოს მოქალაქეების ჩვენი ემიგრანტების, ჩვენი ოჯახის მეგობრების, ექიმების, ჟურნალისტების, ომბუდსმენის მიმართ, ამ უდიდესი სოლიდარობისთვის, სითბოსთვის და სიყვარულისთვის. ჩვენ მეორედ დავიბადეთ - წერს ირინა გუნცაძე სოციალურ ქსელში.
შიმშილობის მე 17-ე დღეს ,,დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, პროტესტის ეს უმწვავესი ფორმა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლა შესთავაზა.