ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მაღალი კვალიფიკაციის სამედიცინო ჩარევას მოითხოვს - ბესელია
„დროას“ პატიმრობაში მყოფი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მაღალი კვალიფიკაციის სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში “მართლმსაჯულების“ სახლის ხელმძღვანელი, ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ციხის დირექტორს კვლავ შეხვდა და მისგან მიიღო დასტური სანდოობის დაცვით მოხდეს შემდეგი ნაბიჯებიც და რაც მნიშვნელოვანია დროულად.
ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს კომპლექსურ და მაღალი კვალიფიკაციის სამედიცინო ჩარევას.
ჩაერთო ელენესთვის სანდო ექიმი პროცესში.
დღესაც მქონდა დაწესებულების დირექტორთან კომუნიკაცია და გადავეცი ელენეს პოზიცია- კონკრეტული ექიმის ჩართვის თაობაზე.
მივიღე დასტური , რომ სანდოობის დაცვით მოხდეს შემდეგი ნაბიჯებიც და რაც მნიშვნელოვანია დროულად, - წერს ბესელია.
რამდენიმე დღის წინ ხოშტარიას ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქალ პოლიტიკოსს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მათ შორის დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.