მანუჩარ მიქელაძემ საპროცესოზე უარი თქვა - სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულს სასამართლომ 5 წელი მიუსაჯა

24.06.26 12:15
მანუჩარ მიქელაძემ საპროცესოზე უარი თქვა - სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულს სასამართლომ 5 წელი მიუსაჯა

 სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულს, მანუჩარ მიქელაძე სასამართლომ 5 წელი მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მახარობლიძემ მას შემდეგ გამაოცხადა, რაც მიქალაძემ უარი თქვა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე. 

თბილსის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს - დღეს  ავთანდილ თოფჩიშვილს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმებოდათ, თუმცა ერთმა ბრალდებულმა  მანუჩარ მიქელაძემ სხდომაზე უარი განაცხდა, ციხე პროკურატურასთან შეთანხმების საფუძველზე დატოვოს.

  • ცნობისთვის, ავთანდილ თოფჩიშვილს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები