მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი -ექიმი ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
17 დღიანი შიმშილობის შემდეგ ელენე ხოშტარიას სხეული დასუსტებულია, მას ამჟამად გადასხმები უკეთდება.
რეანიმატოლოგი, ალექსანდრე მხარგრძელი აცხადებს, რომ მდგომარეობა საგანგაშო არ არის, რეაბილიტაციის კურსი რამდენიმე დღეს გაგრძელდება- ამის შესახებ ინფორმაციას ხოშტარიას ავრცელებს.
ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი შემოსულია რეაბილიტაციური ღონისძიებებისთვის, მიმდინარეობს ლაბორატორიული მონიტორინგი, ველოდებით ანალიზების შედეგებს.
რეაბილიტაცია მოიცავს ინტრავენურ გადასხმებს, ვიტამინოთერაპიას, პრევენციული ღონისძიებები უკვე მიმდინარეობს - განაცხადა ალექსანდრე მხარგრძელმა.
შიმშილობის მე 17-ე დღეს ,,დროას" ლიდერმა პროტესტის ეს უკიდურესად მწვავე ფორმა შეწყვიტა. გადაწყვეტილება მას შემდეგ, მიიღო რაც მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლა შესთავაზა.