ცნობილია, რა განაჩენი გამოუტანა სასამართლომ სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულებს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული კიდევ 4 პირი დამნაშავედ ცნო.
საუბარია მარიამ მეყანწიშვილზე, ნანა სანდერზე, აბო ნავერიანსა და ანტონ უპერზე
- მარიამ მეყანწიშვილი — ჯარიმა 5000 ლარი
- ნანა სანდერი — პატიმრობა 7 წლით
- აბო ნავერიანი — პატიმრობა 5 წლით
- ანტონ უპერი — პატიმრობა 5 წლით
მარიამ მეყანწიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ის განაჩენის გამოცხადებას სასამართლოს ეზოში ელოდებოდა.
ცნობისთვის, აღნიშნულმა ბრალდებულებმა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი განაცხადეს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ეპიზოდზე თავდაპირველად 12 პირის პროცესი მიმდინარეობდა, თუმცა 8 ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
ვის რას ედავებოდა პროკურატურა:
- მარიამ მეყანწიშვილს ბრალდების მხარე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავებოდა.
- ნანა სანდერს, ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
- აბო ნავერიანსა და ანტონ უპერს კი პროკურატურა ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.